გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

2022-12-23 09:07:48+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს. ხაშურში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს 16 ერთეული ფიჭვის სახეობის მორი ჰქონდა განთავსებული. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.