თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები, თუმცა მათი ვინაობა ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ დღემდე გამოკითხული მოწმეები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, კაკულიების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გუგა და დავით კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.