უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდეტნმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა პირველად დატოვა. პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში შედგა. ამერიკისა და უკრიანის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საომარი მოქმედებები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება იყო, რამაც მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი უნდა შეამციროს. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ‘წლის ადამიანი“ უწოდა. ბაიდენის თქმით, ამერიკა გააგრძელებს სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის მხარდაჭერას და მის ფარგლებში შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მოიცავს.