გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - Palitra News

გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

2022-12-22 20:05:11+04:00

ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირს იოსებ სირაბიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იოსებ სირაბიძეს დაზარალებულთან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია აეკრძალა.