უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ჯარმა შეტევები მოიგერია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების 16 ადგილას.რუსეთის სამიზნეა ბახმუტი და ავდეევკა, სადაც ბოლო თვეებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. ოკუპანტებმა დაბომბეს ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარე საავადმყოფო. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.