Comedy Wildlife Photography Awards კომიტეტმა ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოების კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
წელს კონკურსის გამარჯვებული ჯენიფერ ჰადლი გახდა, რომელმაც 3 თვის ლომის ბოკვრის ხიდან ჩამოვარდნის მომენტი აღბეჭდა. სურათის ავტორი ვარაუდობს, რომ ბოკვერი ხეზე ცხოვრებაში პირველად აძვრა და აღნიშნავს, რომ ცხოველი დაცემის გამო არ დაშავებულა.გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაშიც დასახელდნენ, ასევე ჟიურიმ გამოავლინა 10 ფოტო, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო.