მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გრძლდება. თუმცა, თავად სააკაშვილი პროცესში დისტანციურად ვეღარ მონაწილეობს. ადვოკატის განმარტებით, ექსპრეზიდენტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც დისტანციურად პროცესში ვეღარ გააგრძელებს მონაწილეობას. მან სხდომის დაწყების დროს რამდენიმე სიტყვა უკრაინულ ენაზე თქვა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ის უკრაინის მოქალაქეა და მხოლოდ ამ ენაზე ისაუბრებს. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა რამდენიმე შუამდგმლობა დააყენეს.