დედოფლისწყაროში, იორის ხეობაში მტაცებელმა 100-მდე ცხვარი დაგლიჯა, დაკარგულია ამდენივე. მეპატრონის თქმით, გუშინ გვიან ღამით 10-მდე მგელი ცხვრის ფარას შეესია და გაანადგურა.
„მე ადგილზე გვიან ჩავედი. მწყემსები იყვნენ იქ, ვერაფრით გაყარეს მგლები. ფარაში და ბაკში შევარდნილან და სულ დაუგლეჯიათ. 90-ზე მეტი ცხვარია მკვდარი და 100 დაკარგული. 8-10 მტაცებელი ნადირი რომ დაგესხმება თავს, ვერაფერს იზამ. ვეძებთ იმ დაკარგულ ცხვრებს, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ეგ ადგილები იორის მიმდებარედ ე.წ. ჭაჭუნას ტერიტორიაა, სადაც ზამთრის საძოვრებია”, - ამბობს მეპატრონე ვაჟა გონაშვილი.