უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ცნობილი ადგილები ჩააბნელეს. ჩაბნელდა 60-ზე მეტი ცნობილი ადგილი და შენობა, მათ შორის ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს შენობები ბრიუსელში. სოლიდარობა პარტნიორებმა უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო გამოხატეს.