სარაგბო ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ინგლისური გლოსტერი სტუმრად ირალნდიუს ლენსტერთან 0:57 განადგურდა. საქართველოს ნაკრების 13 ნომერი გიორგი კვესელაძე გლოსტერის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიუხედავად თავისი გუნდის შედეგისა ის მაინც მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.
25 წლის ქართველს გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა, რითაც საუკეთესო XV-ში ადგილი ნამდვილად დაიმსახურა, მის ანგარიშზე 9 ბოჭვა, 18 პასი და 4 ოფლოუდი იყო.
მან სრული შეხვედრა ჩაატარა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ინგლისური გუნდი ჩემპიონთა თასზე A ჯგუფში 1 მოგებითა და 1 წაგებით მე-8 ადგილზეა.
კვესელაძის გუნდი „ჰეინეკენის ჩემპიონთა თასზე“ შემდეგ შეხვედრას 2023 წლის 14 იანვარს ისევ ირლანდიურ ლენსტერთან გამართავს.