ისრაელში მიმდინარე იერუსალის მასტერსზე ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა. 81 კილოგრამში ოქროს მედასლ სწორედ ქართველი ძიუდოისტი დაეუფლა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტურნირში მეორე წრიდან ჩართდო, პირველ შეხვედრაში მან უნგრელი ატილა უგვარისი ვაზარით დაამარცხა, ¼ ფინალში 23 წლის ძიუდოისტი იტალიერლ ანტონიო ესპოზიტოს შეხვდა და იპონზე დააგდო. ½ ფინალში ტატოს მეტოქე ფრანგი ალფა უმარ ჯალოსი იყო, რომელთანაც შედეგიანი გდება განახორციელა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და გამარჯვებულის გამოსავლენად გოლდენ სქორი გახდა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ გრიგალაშვილს სრული უპირატესობა ჰქონდა მოლაი თავს შესანიშნავად იცავდა. დამატებით დროში კი ტატომ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და კონტრილეთით ვაზარზე დააგდო.
ტატო გრიგალაშვილმა მიმდინარე წელს უკვე მოიგო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, ვერცხლის მედალს დასჯერდა პარიზისა და თბილისის მასტერზე, ხოლო ზაგრებში ბრინჯაო აიღო.
21 დეკემბერს იერუსალიმში ასევე იასპარეზეს ლაშა შავდათუაშვილმა და გიორგი ტერაშვილმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, თუმცა ორივე მათგანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
დღეს ტატამზე საქართველოს სახელით კიდევ 7 სპორტსმენი გამოვა. 90 კილოგრამში ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე, 100 კილოგრამში ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, ხოლო ქალებს შორის მაქსიმალურ წონაში სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს.