უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდეტნმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა პირველად დატოვა. პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში შედგა. აშშ-სა და უკრიანის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საომარი მოქმედებები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება იყო, რამაც მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი უნდა შეამციროს.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ‘წლის კაცი“ უწოდა. ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის მხარდაჭერას და მისთვის ზელენსკის ვიზიტი დიდი პატივია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მოიცავს.
თავის მხრივ კი, ვოლოდმირ ზელენსკიმ ბაიდენს მიწვევისთვბის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შინ კარგი ამბებით ბრუნდება.