პარლამენტი დღეს, 22 დეკემბერს, კენჭს უყრის სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის, ასევე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ვერცერთ თანამდებობაზე ვერცერთი წარდგენილი კანდიდატის არჩევა ვერ მოხდება და ყველა ზემოხსენებული პოსტი ვაკანტური დარჩება. მიზეზი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობაა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ომბუდსმენის არჩევის პროცესი მხოლოდ ფორმალური იქნება, რადგან ვერცერთი კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ შეაგროვებს. მისივე თქმით, ამ პროცესზე დიდი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.