თიბისი კაპიტალმა ღონისძიებაზე - „2023 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები“, განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრაზე სპიკერებმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, ვალუტის კურსსა და სექტორულ ტენდენციებზე მიგრანტების შემოდინების გავლენა განიხილეს. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო 2022 წელს ეკონომიკური პარტნიორების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. მისივე თქმით, 2023 წელს ეკონომიკის ზრდის შენელებაა მოსალოდნელია, თუმცა უფრო განვითარებული ქვეყნების ხარჯზე.