საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

2022-12-21 20:04:32+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა . ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს.