თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესზე მხარეებმა ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ადვოკატ მარიამ შათირიშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზით დგინდება, რომ ბრალდებულების ბინიდან ამოღებული ორი იარაღიდან ერთ-ერთი ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული. ჯამში დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სულ 6 მოწმე დაიკითხა, მათ შორის იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ მკვლელიბის მოწმე გახდა,ასევე ექსპერტი და გამომძიებელი, რომელმაც ერთ-ერთი ბრალდებული სახლიდან აიყვანა.