ჯო ბაიდენი ზელენსკის - იმედია კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ - ძალიან გამიხარდება შენი ნახვა, ბევრი გვაქვს განსახილველი - Palitra News

ჯო ბაიდენი ზელენსკის - იმედია კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ - ძალიან გამიხარდება შენი ნახვა, ბევრი გვაქვს განსახილველი

2022-12-21 19:00:35+04:00

ბევრი რამ გვაქვს განსახილველი , - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“იმედია კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ. ძალიან გამიხარდება შენი აქ ნახვა. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი”, - წერს ბაიდენი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთში ჩავიდა. 21 დეკემბერს დილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალურად დაადასტურა აშშ-ში ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტი.

თავად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ში მისი ვიზიტი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას განიხილავს, სიტყვით გამოვა კონგრესში და რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს.