კატარისთვის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებით ისტორია დაიწერა, თუმცა ეს უმდიდრესი ქვეყანა გაჩერებას არ აპირებს. ამჯერად, დედაქალაქმა დოჰამ მოდის სამყაროს უმასპინძლა.
გაიმართა გრანდიოზული შოუ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-ზე მეტმა დიზაინერმა თავისი ნამუშევრები წარადგინა.
მედიის ცნობით, ეს მოდის სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება იყო.
ჩვენების სტუმრები იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ადრიანა ლიმა, დევიდ ბეკჰემი, ალესანდრა ამბროსიო და სხვები.
განსაკუთრებული ყურადღება ადრიანა ლიმამ მიიპყრო, რომელიც პოდიუმზეც გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 41 წლის სუპერმოდელმა შვილი 29 აგვისტოს გააჩინა. ადრიანასთვის ეს მესამე შვილია, ხოლო თავის ბოიფრენდ ანდრე ლემერსთან პირველი საერთო შვილი.
წყარო: Ambebi.ge