აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლები, რუსული სამგზავრო დოკუმენტებით, სამგზავრო დოკუმენტსა და ვიზას ვერ მიიღებენ.