ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან ამოქმედდება - Palitra News

ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან ამოქმედდება

2022-12-21 16:00:24+04:00

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლები, რუსული სამგზავრო დოკუმენტებით, სამგზავრო დოკუმენტსა და ვიზას ვერ მიიღებენ.