"სკოლა კეთილისა და ბოროტისა" ამერიკელი ავტორის სომან ჩაინანის საბავშვო ფანტასტიკური ჟანრის რომანია, რომელიც მის მიერ გამოცემულ 9 ნაწილისგან შემდგარ წიგნების სერიას აერთიანებს. სკოლა კეთილისა და ბოროტისა, სერიის პირველ ნაწარმოებია და ის 2013 წელს გამომცემლობის HarperCollins-ის მიერ გამოიცა.
წიგნში მოქმედება ხდება გამოგონილ ადგილას, რომელიც ცნობილია როგორც გაუთავებელი ტყე. რომანის მთავარი გმირები საუკეთესო მეგობრები, სოფი და აგათა არიან, რომლებიც მოხვდებიან სიკეთისა და ბოროტების სკოლაში, მოჯადოებულ დაწესებულებაში, სადაც ბავშვებს ავარჯიშებენ, რომ გახდნენ ზღაპრის გმირები ან ბოროტმოქმედები. მშვენიერი და ვარდისფერის მოყვარული სოფი ოცნებობს სკოლაში სიკეთის და ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნაზე. იმავდროულად, მისი საუკეთესო მეგობარი აგათა, რომელიც ერთი შეხედვით მახინჯი და ბოროტია, ითვლება ბოროტების სკოლის შესანიშნავ კანდიდატად. თუმცა გატაცების ღამეს გოგონებს შეცდომით არასწორ სკოლებში გაგზავნიან. სოფი ბოროტების სკოლაში, ხოლო აგათა სიკეთის სკოლაში აღმოჩნდება. მალევე, სოფი მეფე არტურის ვაჟს, ტედროს კამელოტს შეხვდება და გადაწყვეტს ყველა შესაძლო ხერხით დაიპყროს მისი გული, აგათა კი თავს უცხოდ გრძნობს ზღაპრის გმირების გარემოცვაში და მხოლოდ სახლში დაბრუნება სურს. ის და სოფი სთხოვენ სკოლის ოსტატს სატორიანს სახლში წასვლას, მაგრამ პასუხად იღებენ გამოწვევას, მეგობრებმა უნდა ამოხსნან თავსატეხი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ სახლში დაბრუნებას. თავსატეხის პასუხი კი ნამდვილი სიყვარულის კოცნაშია.
სომან ჩაინანი 1979 წლის 2 აგვისტოს მაიამიში დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი , სადაც ინგლისურ-ამერიკული ლიტერატურას სწავლობდა, ამის შემდეგ მან სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელა , სადაც MFA-ს კინოპროექტების გუნდის წევრი გახლდათ. სწავლის დროს როდესაც სომანი ზღაპრების ისტორიის შესახებ გაკვეთილებს გადიოდა , ის მოხიბლა ორიგინალ მოთხრობებსა და დისნეის ვერსიებს შორის განსხვავებამ, რამაც მას საბოლოოდ გადააწყვეტინა , რომ ხელში კალამი აეღო და მწერლობაზე მიეყო ხელი.
სომან ჩაინანიმ მისი პირველი ნამუშევრით, „სკოლა კეთილისა და ბოროტების“ მალევე მოიპოვა აღიარება წიგნი New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხდვა, რის შემდეგაც ის მსოფლიოს 32 ენაზე ითარგმნა და გაიყიდა მისი 3,5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი. წიგნის მიხედვით ნეთფლიქსმა გადაიღო ფილმი უცვლელი სახელწოდებით, რომლის დებიუტიც 2022 წელს 80-ზე მეტი ქვეყნის კინოეთეატრებში შედგა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge