ციფრული მოწყობილობების გადაჭარბებული მოხმარება ნამდვილად უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც მხედველობის სიმახვილეზე, ასევე, ბავშვის განვითარების სხვა ასპექტებზე. ამიტომ მხედველობის შემოწმება გარდატეხის ასაკში აუცილებელია. თუ ბავშვს ამჩნევთ თვალების ჭუტვას, ტელევიზორთან ახლოს მისვლას და რაც ყველაზე ხშირია, თვალების წვალებას, ხამხამსა თუ ქავილს, ოფთალმოლოგიური შემოწმება დაუყოვნებლივ უნდა დაიგეგმოს.
ყველაზე ხშირი ბავშვებში გავრცელებული თვალის დაავადებებიდან არის ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. ამ დაავადებების კრებითი სახელი კი არის რეფრაქციული მანკები.
ერთი და იმავე მანძილზე ყურების დროს თვალი იღლება, თვალის ზედაპირი შრება, რაც შემდგომ იწვევს დისკომფორტს და ტკივილსაც კი. ხშირია სპაზმის განვითარება. ხანგრძლივი სპაზმური მდგომარეობა კი მოზარდთა ახლომხედველობის განვითარების წინაპირობაა.