რამდენიმე წამყვანი მეცნიერისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის თქმით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო, კოვიდ 19-ის პანდემიის გლობალური დასასრულის გამოცხადება, შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრე იყოს. შეხედულების ეს ცვლა ჩინეთში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.
ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში დაწყებული უპრეცედენტო პროტესტის გამო შეარბილა, რის შემდეგაც დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მატულობს.
ჩინეთმა ორშაბათს გარდაცვალების შემთხვევების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. გარკვეული პროგნოზების თანახმად, ჩინეთში 2023 წელს, შესაძლოა, კორონავირუსს 1 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწიროს.