"თალიბანი" ავღანეთში უნივერსიტეტებში ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა. აკრძალვა ქალთა განათლებას კიდევ უფრო ზღუდავს. გასულ წელს ,,თალიბანის“ ხელისულებაში დაბრუნების შემდეგ გოგონებისთვის საშუალო სკოლებში განათლების მიღება შეიზღუდა.
შეერთებულმა შტატებმა თალიბანის ქმედებები მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯს ,,თალიბებისთვის შედეგები მოჰყვება ".
„თალიბანი ვერ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმური წევრი, სანამ ისინი პატივს არ სცემენ ყველას უფლებებს ავღანეთში“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადებაში.
გასულ თვეს ქალებს დედაქალაქის პარკებში, სპორტულ დარბაზებსა და საზოგადოებრივ აბანოებში შესვლა აეკრძალათ.