უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე დაპოსტა. მისი თქმით, ის კონგრესის სხდომაზე სიტყვით გამოვა, ამასთან გამართავს არაერთ ომხრივ შეხვედრასაც.
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და აცხადებს, რომ კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი თეთრ სახლს ეწვევა.
მოულოდნელი ვიზიტი ადმინისტრაციის განზრახვას დაემთხვა, რომ უკრაინას 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნოს, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.
ეს თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის ფარგლებს გარეთ ზელენსკის საზღვარგარეთ პირველი ვიზიტი იქნება.