წარჩინებულ სტუდენტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტიპენდიები გადასცა. საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი სტიპენდიით გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა. „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას.