ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.