საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიურ გამოცემა Gazzetta dello Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
სანიოლის განცხადებით ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსთვის ის ფეხბურთელია, რომელზეც ყველა ორიენტირებულია, რაც მისმა გასაოცარმა პროგრესმა განაპირობა.
"ხვიჩას აქამდეც ჰქონდა გამორჩეული თვისებები, თუმცა მან ბოლო პერიოდში სტატისტიკა განსაკუთრებულად გააუმჯობესა, რაც დღეს ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. სანიოლის თქმით მას ხვიჩას იმედი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ის რაც მან შეძლო იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვილი მიიჩნევს, რომ ნაპოლი კვარასთვის ამ მომენტში ყველაზე შესაფერისი გუნდია, რადგან მას ლუჩიანო სპალეტისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის მიმართ ნდობას ნამდვილად გამოხატავს. ხვიჩა ამბიციური და ძალიან მონდომებულია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც და ამ ყველაფერს თავისი საქციელით ადასტურებს. მან შეძლო და იპოვა სწორი ბალანსი, რათა კარიერა კარგად აეწყო, მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ სურთ იყვნენ საუკეთესოები, მაგრამ ისინი ხშირად მაქსიმუმს არ აკეთებენ. თუმცა ხვიჩა ყველაფერს აკეთებენს, რომ საუკეთესო გახდეს" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.