უმაღლესმა მთავარსარდალმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტრის წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა - Palitra News

უმაღლესმა მთავარსარდალმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტრის წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

2022-12-21 09:10:12+04:00

უმაღლესმა მთავარსარდალმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტრის წარმომადგენლებს, მეუღლეებთან ერთად, წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა სტუმრებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში დგომისთვის. პრეზიდენტმა შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული გვარდიელებსა და მათთან ერთად, თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა ხსოვნას.