საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. მათი შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ განცხადებამ ორ ქვეყანას შორის ურთიეროთობა კიდევ უფრო დაძაბა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი რეაქცია მმართველ პარტიაში მოსალოდნელი იყო. პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას არ გაითვალისწინებს.