გუდაურში დასვენება გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, ფასების ზრდა, ძირითადად, ეკონომიკური პროცესებით არის განპირობებული და საშუალოდ, გასულ წელთან შედარებით, დასვენება ზამთრის ამ კურორტზე 15-20%-ით არის გაძვირებული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ფასები 20%-ით მომატებულია, ხოლო დამსვენებლების სიმრავლე ამ დროისთვის ჯერ არ შეიმჩნევა. საპირისპიროს აცხადებენ „გუდ აურაში“. სასტუმროში ამბობენ, რომ დამსვენებლები უკვე აქტიურად არიან მათთან და მიუხედავად თოვლის არარსებობისა, ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან.
მომატებული ფასების პარალელურად, გაზრდილ მომართვიანობაზე საუბრობენ ასევე „გუდაური მონტეში“. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასვენება საშუალოდ 15%-ით გაძვირდა, ეს დამსვენებლების რაოდენობაზე არ ასახულა.