მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის შეფასებას. ასევე შეფასდა გენდერულ ასპექტებში საჯარო ფინანსების მართვის მხრივ არსებული მდგომარეობაც.
PEFA ანგარიშში, რომელიც ცენტრალური მთავრობის საჯარო ფინანსების სისტემების ეფექტიანობას აფასებს, აღნიშნულია, რომ საქართველომ საბიუჯეტო სახსრების მართვის გამჭვირვალობის მხრივ პროგრესი აჩვენა. ასევე გამოიკვეთა, რომ საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში ძლიერია და ბოლო, 2018 წლის შეფასების შემდგომ გაუმჯობესებას განაგრძობს.მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 -ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ბიუჯეტის მთლიან ხარჯებზე, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა საჯარო ფინანსების განვითარების, განკარგვის, მართვის და ზედამხედველობის მიმართულებით.
გლობალური ანგარიშის მონაცემების მიხედვით, საქართველომ შეინარჩუნა პირველობა და ამასთან ერთად, საკუთარი შედეგები გააუმჯობესა 59 ქვეყანასთან შედარებით.