საქართველო შავი ზღვის ახალი ელექტროკაბელის მშენებლობისთვის, შავი ზღვის ფსკერის შესწავლას $20 მილიონით დააფინანსებს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა.ასევე, შეთანხმება მიღწეულია შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევების საქართველოს მიერ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც საქართველო გამოყოფს 20 მილიონ აშშ დოლარს და რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.
პროექტი სრულად ცვლის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში;საქართველო იქნება მწვანე ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ევროკავშირში და რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი.
გარდა უდიდესი პოლიტიკური დატვირთვისა, პროექტი ეკონომიკურად არის გამართლებული და დიდ სარგებელს მოუტანს მასში მონაწილე ყველა ქვეყანას და რა თქმა უნდა საქართველოს,"- წერს ფინანსთა მინისტრი.