ლეგენდარული იაპონელი რეჟისორი და ანიმატორი ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციით ბრუნდება. ანიმაცია, სახელად How Do You Live? იაპონიაში 2023 წლის 14 ივლისს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია Studio Ghibli-ის ოფიციალურმა ტვიტერმა გაავრცელა. ახალი ანიმაცია მიაძაკიმ პირველად რამდენიმე წლის წინ დააანონსა და მას შემდეგ ფანები რეჟისორის ახალ ნამუშევარს სულმოუთქმელად ელოდნენ. მიაძაკის ბოლო სრულმეტრაჟიანი ანიმაცია The Wind Rises იყო, რომელიც 2013 წელს გამოვიდა.How Do You Live? იოშინო გენძაბუროს ამავე სახელწოდების მქონე 1937 წლის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, რომელიც 15 წლის ბიჭის ისტორიას გვიყვება. IMDb-ის მიხედვით, ფილმის ხანგრძლივობა 2 საათი და 5 წუთი იქნება.ჰაიაო მიაძაკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანიმაციური კომპანიის, Studio Ghibli-ის თანადამფუძნებელია. მიაძაკის ანიმაცია მოჩვენებების მიერ გატაცებულნი დღემდე ერთადერთი იაპონური ანიმეა, რომელსაც ოსკარი აქვს მოპოვებული.