ინდოეთმა ჩინეთის საზღვართან რეკორდული რაოდენობის ჯარისკაცები გაგზავნა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, არ დაუშვებს ჩინეთმა ცალმხრივად შეცვალოს სტატუს კვო საზღვრებზე.
„დღეს ჩვენ გვაქვს ინდოეთის არმიის ისეთი განლაგება ჩინეთის საზღვარზე, როგორიც არასდროს გვქონია. ეს კეთდება იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩინეთის განლაგებას, რომელიც 2020 წლიდან მასობრივად გაიზარდა“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგჰმა განაცხადა, რომ 9 დეკემბერს ჩინეთის ჯარები ცდილობდნენ საზღვრის დარღვევას და სტატუს კვოს ცალმხრივად შეცვლას არუნაჩალ-პრადეშის შტატში. ინდოეთისა და ჩინეთის სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა არავინ დაღუპულა.