რიანასა და A$AP Rocky-ს 2022 წლის მაისში პირველი შვილი შეეძინათ, თუმცა თვეების განმავლობაში არც ბავშვის ფოტოები გაუზიარებიათ სოციალურ ქსელებში და არც მისი სახელი. ახლახან კი პოპვარსკვლავმა ტიკტოკზე შვილის პირველი ვიდეო გაავრცელა — 45-წამიანი ვიდეო მოხითხითე ბავშვს აჩვენებს, რომელიც ცდილობს დედის მობილურს მისწვდეს.
მომღერლის ფანები ვიდეომ ძალიან გაახარა, რადგან პირველად მიეცათ შესაძლებლობა, ბავშვის სახე დაენახათ.
2020 წელს ბრიტანულ ვოგთან ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ რამდენიმე შვილი უნდა, რომ ჰყავდეს.
"მეყოლება ბავშვები — სამი ან ოთხი. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ბედნიერებაა. ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. ბავშვის ჯეროვნად აღზრდა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია," — აღნიშნა რიანამ