2022 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 მლრდ 284 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა - ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და სხვა.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მლრდ 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 5 მლრდ 37 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 11 მლრდ 981 მლნ აშშ დოლარია.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - პირველ ადგილზეა ჩინეთი, მეორე პოზიციაზე რუსეთია, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, პირველ სამეულშია თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.
საქართველოში არსებულ ეკონომიკური ვითარებასა და 2023 წლის მოლოდინებზე გადაცემაში "საქმე" ეკონომისტი რამაზ გერლიანი საუბრობს