მანქანის გამონაბოლქვის შემცველობაზე ახალი რეგულაციის პირობების შესრულება მძღოლებს, საშუალოდ, 1500-დან 2000 ლარამდე დაუჯდება. მანქანების ტექნიკური გამართულობის მხრივ დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ექსპერტების ფიქრობენ, რომ ყოველი 100 ავტომობილიდან 40-50 დახარვეზდება, რაც, სავარაუდოდ, კორუფციის რისკს გაზრდის. ამიტომ წინამოსამზადებელი სამუშაოები უფრო აქტიურად უნდა განხორციელებულიყო. განსაკუთრებით კი საწვავის ხარისხის კონტროლის მხრივ მიეღოთ ზომები.
როგორც ცნობილია, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალსიტები რეგულაციის დაწესებას მიესალმებიან, თუმცა აქვთ საკმაოდ მკაცრი შენიშვნებიც და აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებას საავტომობილი ბაზარი მოუმზადებელი ხვდება, რადგან ინფორმაციული კამპანია ვერ აწარმოა სახელმწიფომ და ამ მხრივ სრული ქაოსია.
რა უნდა იცოდეთ ახალი კრიტერიუმების შესახებ, რომელიც მანქანის გამონაბოლქვს ეხება - "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე