იტალია რუსული გაზის გამოყენებას არ აპირებს. "იტალია ისურვებდა, თავად გამხდარიყო ენერგეტიკული ჰაბი მთელი ევროპისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გამოვიყენოთ რუსული გაზი, თუმცა არანაირი პრობლემა არ გავქვს თურქეთთან“, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადა პრეს-კონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა. ცნობილია, რომ იტალია მისი მოთხოვნის 40%-ს რუსული გაზით აკმაყოფილებდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლა ეს მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული.
თურქეთში ევროპის უმსხვილესი გაზის ჰაბის შექმნის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომლის თქმით, რუსეთი აპირებს კიდევ ერთი გაზსადენის მშენებლობას თურქეთის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთში გაზის ჰაბის მშენებლობას, საიდანაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება.