საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 11 თვეში რუსეთში 150 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 64%-ია. რაც შეეხება სხვა საექსპორტო ბაზრებს, მეორე ადგილზეა პოლონეთი, სადაც ღვინის ექსპორტი მილიონ 700 ათასი დოლარით არის გაზრდილი. ომის მიუხედავად სამეულშია უკრაინა, სადაც 11-ნახევარი მლნ დოლარის ღვინო გავიდა, თუმცა ეს მაჩვენებელი განახევრებულია.
ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს 10 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხის გამარტივებული გზით დასახარჯად ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა ითხოვა. თანხა მოხმარდება 2023 წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.