"ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია გამართა.
პროექტის ფარგლებში შეისწავლეს ხაშურის, ბოლნისის, ქედის, ზუგდიდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება.
კვლევის მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები.