ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ინტერესის მიუხედავად არ გაყიდის. აღნიშნული ინფორმაცია ნეაპოლური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა.
ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კვარაცხელია ნიუკასლ იუნაიტედს დაუკავშირეს. ჯუნტოლი სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა და ხვიჩას გაყიდვა გამორიცხა.
როგორც ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, არავითარი შანსი არ არსებობს, რომ კვარაცხელია სხვა გუნდში გაუშვან - ჯუნტოლიმ აღნიშნა, რომ შემოთავაზებების ოდენობისა და ციფრების მნიშვნელობა არ აქვს.
ცნობისთვის, კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ იტალიური კლუბი მის ერთი წლით განახლებასა და ქართველი ფეხბურთელისთვის ხელფასის მომატებაზე მუშაობს, რათა ქართველი ვარსკვლავის გუნდიდან წასვლის შანსი მინიმუმამდე დაიყვანოს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 ოფიციალურ მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტი მოიპოვა. შემდეგ შეხვდდრას ნაპოლი 4 იანვარს, მილანში, ინტერის წინააღმდეგ გამართავს. იქამდე კი 21 დეკემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგულ ლილს დაუპირისპირდება.