კრემლი ევროკავშირის მიერ გაზის ზღვრული ფასის დაწესებას მიუღებელს უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროგაერთიანების გადაწყვეტილება საბაზრო ფასების დადგენის დარღვევაა. მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი ევროკავშირის უკანონო გადაწყვეტილებას არ შეეგუება.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. როგორც მედია წერს, ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.