"ქართული ოცნება" ოპოზიციას სთავაზობს, სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტმა გადაწყვეტილება 5 კანდიდატს შორის მიიღოს. ამის შესახებ ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.
“ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარს არ უჭერს. მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიიღოს.