კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, Oppenheimer-ის, ნახვა მაყურებელს 2023 წლის 21 ივლისიდან შეეძლება და ახლახან გავრცელებული ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, შთამბეჭდავი სანახაობაც ელის. ოპენჰაიმერი თეორიტიკოს-ფიზიკოსისა და "ატომური ბომბის მამის" სახელით ცნობილ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ფილმში არც მეტი, არც ნაკლები კილიან მერფი თამაშობს. ისევე, როგორც კილიანის, ემილი ბლანტის, მეთ დეიმონის, რობერტ დაუნი უმცროსის, რემი მალეკისა და ფლორენს პიუს ფანებსაც სასიამოვნო ივლისი ელით, ვინაიდან ოპენჰაიმერში ყველა მათგანის ნახვის ბედნიერება გვექნება.