სულ მცირე 36 ადამიანი დაშავდა ჰავაის ავიახაზების რეისზე ძლიერი ტურბულენტობის შედეგად. მათგან 20 მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 14 თვის მგზავრია. თვითმფრინავი ფენიქსიდან ჰონოლულუში ასრულებდა რეისს და აეროპორტში დაფრენამდე 30 წუთით ადრე ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა. ბორტზე 278 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.