ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიაში შეკრებილ დასავლელ ლიდერებს მისი ქვეყნისთვის იარაღის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გუშინ რუსული ძალების მიერ ირანული დრონები გამოყენების შედეგად მილიონობით ადამიანი სითბოსა და წყლის გარეშე დარჩა. ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა, რომ საჰაერო ფარის მიწოდება ურკრაინისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე წარმატებული იქნება.