ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო - Palitra News

ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

2022-12-19 16:08:30+04:00

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი გაიზიარა და საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 10 წლით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თავდასხმაზე, რომელიც ყვარელში, საქართველოს ბანკზე მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მძევლებიც აიყვანა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.