სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი გაიზიარა და საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 10 წლით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თავდასხმაზე, რომელიც ყვარელში, საქართველოს ბანკზე მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მძევლებიც აიყვანა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.