გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. გამოცემები წერენ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს რიგაში სკანდინავიელ, ბალტიელ და ნიდერლანდელ კოლეგებთან შეხვედრას გამართავს, სადაც უკრაინისთვის მომავალ წელს 250 მილიონი გირვანქა სტერლინგის (304 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ლატვიაში გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერთა შეკრებაზე დასასწრებად გაემგზავრება. შეხვედრას დაესწრებიან დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნიდერლანდების ლიდერები.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.